|
2021-09-24 15:23:42, 769 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - მე შევასრულებ იმას, რაც ვთქვი, მაგრამ თუ ქართველმა ხალხმა არ გაანძრია ხელი, მიშა ვერაფერს უშველის
მე რა თქმა უნდა შევასრულებ იმას რაც ვთქვი, მაგრამ თუ ხელი არ გავანძრიეთ... მიშას აქვს ორი ხელი და ორი ფეხი, ერთი პირი და იმ პირსაც დააფარებენ ხელს ორ წუთში, უპრობლემოდ.-ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესსა და სენატში გამართულ შეხვედრებზე განაცხადა. როგორც სააკაშვილმა განმარტა, აშშ ვერ დაგვეხმარება და ვერც სანქციებს მიიღებს თუ ამის ნება ქართველ ხალხს არ ექნება. „ამერიკის კონგრესში ყველა მეუბნება, რომ დაიღალნენ. ისმის ფრაზა ძალიან გვიყვარს საქართველო, მაგრამ თუ ქართველ ხალხს არ უნდა თავისუფლება და ნორმალური დემოკრატიული სისტემა, ჩვენ რა ვუშველოთ. ჩვენ გვაქვს ბევრი სხვა პრობლემა მსოფლიოში. ეს დაახლოებით ისე ჟღერს, ბაიდენმა რომ თქვა ავღანეთზე - თუ არ უნდათ ბრძოლა, ჩვენ რატომ უნდა ვიბრძოლოთ მათ ნაცვლადო. ეს ფრაზა გუშინ და გუშინ წინ დაახლოებით 15-ჯერ მოვისმინე, რომ „თუ თქვენ არ გინდათ თავისუფლება, ჩვენ რა შუაში ვართ, რას დადიხართ და რას გვეწუწუნებით აქ" - დაახლოებით ასე ჟღერს, მათი დიპლომატიური ენიდან რომ გადმოვთარგმნოთ. საუბარი იმაზე, რომ „ამერიკელებმა თუ არ შემოიღეს სანქციები არაფერი გვეშველება" - ამერიკელები არ შემოიღებენ სანქციებს თუ ხელი არ გავანძრიეთ […]მიშა თუ არ ჩამოვა, არაფერი გვეშველება - მე რა თქმა უნდა შევასრულებ იმას რაც ვთქვი, მაგრამ თუ ხელი არ გავანძრიეთ... მიშას აქვს ორი ხელი და ორი ფეხი, ერთი პირი და იმ პირსაც დააფარებენ ხელს ორ წუთში, უპრობლემოდ. თუ ქართველმა ხალხმა არ გაანძრია ხელი, ვერც მიშა ვერაფერს ვერ შველის. ჩვენ დაგვრჩა რამდენიმე დღე იმისათვის, რო ვიმოქმედოთ. ჩვენი აქტიური ქმედებების გარეშე არაფერი შეიცვლება, მაგრამ ქმედებებისთვის უნდა ვიყოთ მზად. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველო ჰგავს კლასში ჩარჩენილს. ჩვენ ვიბრძოლებთ ძალიან აქტიურად. არ ვაპირებ გავითვალისწინო რაიმე, გარდა იმისა, რაც არის საქართველოსთვის სწორი", -განაცხადა სააკაშვილომა.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)