21:27 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-23 12:11:17, 685 ნახვა

ეკონომიკა
ლევან კარანაძე Lufthansa Group-ის ახალ რეგიონალურ მენეჯერს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Lufthansa Group-ის ახალ რეგიონალურ მენეჯერს, კარსტენ იანგს და საქართველოში ამავე ჯგუფის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

გაცნობითი შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოს საავიაციო ბაზარზე წარმოდგენილი ავიაკომპანიების - Lufthansa-ს და Eurowings-ის ოპერირების არსებული მზარდი დინამიკა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

ლევან კარანაძემ კარსტენ იანგს წარმატებები უსურვა ახალ პოზიციაზე და ხაზი გაუსვა ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და Lufthansa Group-ს შორის. მხარეებმა დადებითად შეაფასეს ჯგუფში შემავალი ავიაგადამზიდველების აქტივობა საქართველოს საავიაციო ბაზარზე, განსაკუთრებით კი, Lufthansa Group-ში შემავალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings-ის მიერ, საჰაერო მიმოსვლის დაწყება საქართველოს მიმართულებით. როგორც კარსტენ იანგმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო იყო ერთ-ერთი მცირე გამონაკლისი იმ ქვეყნებისა, სადაც გერმანულმა ჯგუფმა არათუ შეამცირა ოპერირების სიხშირე COVID 19-ის პირობებში, არამედ ახალი ავიაკომპანიის შემოსვლით კიდევ უფრო გაზარდა ფრენების რაოდენობა და გააფართოვა გეოგრაფიული არეალი. აქვე, პოზიტიურად შეფასდა ის ფაქტი, რომ წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, ავიაკომპანია Lufthansa იყო ერთ-ერთი პირველი ავიაგადამზიდველი, რომელიც დაუბრუნდა საქართველოს ავიაბაზარს კოვიდ პანდემიის გამო შეწყვეტილი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივად აღდგენის ფარგლებში.

მხარეებმა ასევე განიხილეს Lufthansa Group-ის გეგმები მიმდინარე წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონისთვის. როგორც სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრისას გახდა ცნობილი, ავიაკომპანია Eurowings-ი დიუსელდორფი – თბილისი – დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე ოპერირებას ზამთრის სანავიგაციო სეზონზეც გააგრძელებს. ამასთან, განიხილება ავიაკომპანია Lufthansa-ს მიერ, საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირის გაზრდის შესაძლებლობაც.

შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა, გაგრძელდეს ტექნიკური კონსულტაციები საქართველოში Lufthansa Group-ის ოპერირების შემდგომი გაფართოების  მიზნით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics