02:37 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-22 15:53:43, 691 ნახვა

პოლიტიკა
მელია დმანისზე - ხელისუფლებამ განგებ გასცა ბრძანება, რომ დმანისელებმა თავი უსაფრთხოდ ვერ იგრძნონ

არ ტყდება დმანისი ბიძინა ივანიშვილო, არ ტყდება საქართველო! - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ დმანისში საპროტესტო აქციზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ძალადობის ყველაზე შემზარავ ხერხებს მიმართავს.

"უკვე მთელმა მსოფლიომ გაიგო, რა ვერაგი და ბოროტი რეჟიმი ჰყავს ჩვენს ქვეყანას, რომელთან ბრძოლაშიც დიდ წილს თავის თავზე იღებს დმანისი და დმანისელები... ხელისუფლებამ განგებ გასცა დარწმუნებული ვარ თბილისიდან ბრძანება, დმანისელებმა რომ ვერ იგრძნონ უსაფრთხოდ თავი, მიდით, შეესიეთ, დაჭერით, დაარტყით, ესროლეთ და ეს ადამიანები შეშინდებიანო. პირიქით მოხდა - არ ტყდება დმანისი ბიძინა ივანიშვილო, არ ტყდება საქართველო! მოძალადეები ხართ, ზონდერები ხართ! ყველაზე შემზარავ, ამორალურ ძალადობის ხერხებს მიმართავთ!", - აცხადებს ნიკა მელია.

მელიას თქმით, ძალადობას და კრიმინალს, რაც დამანისში მოხდა, საზოგადოება პასუხს 2 ოქტომბერს გასცემს.

"ხელებ აწეულები, მშვიდობიანად, ურყევად, მტკიცედ, ჩვენი ბიულეტენით მივიდეთ 2 ოქტომბერს საარჩევნო ურნებთან და სახეში გავულაწუნოთ ამ რეჟიმს. ეს არ არის მუქარა, ყველა პასუხს აგებს! ყველა ზონდერი!", - განაცხადა მელიამ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics