|
2021-09-21 18:00:21, 1265 ნახვა
რეგიონი
ბათუმის N23 საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა
N23 საჯარო სკოლის ახალი შენობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე განათლების მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად დაათვალიერა და შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ განათლების რეფორმის ერთ-ერთ პრიორიტეტს თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა წარმოადგენს, რაც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო პროცესის თანამედროვე და ტექნოლოგიურად გამართულ გარემოში წარმართვას. პროექტის ღირებულება 3 150 465 ლარია. შენობა სრულად არის ადაპტირებული. მოეწყო სააქტო და სპორტული დარბაზები, სამედიცინო ოთახი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების ოთახი, ლიფტი. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აჭარის მთავრობის მიერ გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, 2021 წელს აჭარაში ახორციელებს 18 საჯარო სკოლისა და სპორტული დარბაზის მშენებლობას, რომელთაგან მიმდინარე წელს დასრულდება 10. ასევე. მიმდინარეობს 40 სკოლის სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაციის სამუშაოებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)