|
2021-09-21 17:59:26, 1673 ნახვა
რეგიონი
სოფელ ლამისყანაში ჯამბაკურ - ორბელიანების სასახლე მუზეუმში სასახლემდე მისასვლელი გზის მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს
კაპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში ჯამბაკურ - ორბელიანების სასახლე მუზეუმში სასახლემდე მისასვლელი გზის მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ქისიშვილმა დაათვალიერა. ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, მოსამზადებელი სამუშაოს ანუ შიდა ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ, მისასვლელი მოპირკეთდება ქვაფენილითა და ბაზალტის საფეხურებით. "სამუშაოების დასრულების შემდეგ ძეგლის ტერიტორიაზე ვიზიტორთათვის კომფორტული და მოწესრიგებული გარემო შეიქმნება. რეაბიიტაციის სამუშაოებს შპს „სიპკი“ ასრულებს, რომელმაც სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექრონულ ტენდერში გაიმარჯვა. შესასრულებული სამუშაოების ღირებულება 73 660 ლარია, საგარანტიო ვადა კი 5 წელი. აღნიშნული მუზეუმი 1985 წელს გაიხსნა და არა მარტო ვიზიტორთა, არამედ ახალდაქორწინებულთა სანახაობით და ჯვრისწერის ადგილად იქცა. მუზეუმი ჩვენი სოფლის სიამაყე და ისტორიაა, რომლის შესახებაც ყველამ უნდა იცოდეს - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ლამისყანის ადმინისტრაციულ ერთეულში გიორგი ჭიხინაშვილმა", – ვკითხულობთ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)