|
2021-09-21 11:43:38, 527 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძემ სისხლიან ბანერებთან დაკავშირებით ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში სარჩელი შეიტანა
გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებთან დაკავშირებით ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში სარჩელი შეიტანა. როგორც დეკანოიძემ განაცხადა, აღნიშნული ბანერებით ირღვევა ბავშვთა უფლებები, ამასთანავე დარღვეულია საარჩევნო კოდექსი. დეკანოიძემ მოუწოდა ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, საკუთარი პოზიცია საჯაროდ დააფიქსირონ. "დღეს ჩვენ ერთიანი ოპოზიციის სახელით შეგვაქვს სარჩელი ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში, მოგეხსენებათ, ქუთაისში ყოველ დღე იმატებს ზიზღის და აგრესიის შემცველი ბანერები. როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ და არაფერი ვიცით ამ ბანერების შემდეგ, მას შემდეგ, რაც ამ ზიზღის ბანერს გადააფარეს "მოდით რეფერენდუმზე" ბანერი, რომელიც სიმბოლური იყო, რამდენიმე წუთში საპატრულო ეკიპაჟის მიერ მუნიციპალიტეტის ჩართლობით, მოხდა ამ ბანერის ჩამოხსნა, რაც სრულად ნიშნავს, რომ ჩართულია სახელმწიფო, მუნიციპალიტეტი, მერიები ამ ზიზღის ბანერების განთავსებაში. ირღვევა ბავშვთა უფლებები, როდესაც ისინი სისხლიან ბანერებს ხედავენ, ასევე, დარღვეულია საარჩევნო კოდექსი. მე მინდა, რომ ფაქტის წინაშე დავაყენოთ ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია, როდესაც ირღვევა რამდენიმე მუხლი, მაგალითად ის, რომ ბანერზე განთავსებული უნდა იყოს საარჩევნო ნომერი, დამკვეთი, გამოშვების თარიღი და ზოგადად დეტალები, რომელიც გაწერილია საარჩევნო კოდექსით. მინდა, მივმართო ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, რომ კომისიამ დაუყონებლივ განიხილოს სარჩელი და საზოგადოებას საჯაროდ შეატყობინოს თავისი პოზიცია. თუ ეს პოზიცია არ დაემთხვევა საარჩევნო კოდექსში გაწერილ მუხლებს და ზოგადად იმას, რომ საარჩევნო-სააგიტაციო მასალა არ შეიძლება ძალადობას შეიცავდეს, მაშინ ჩვენ, ჩავთვლით, რომ საოლქო საარჩევნო კომისია ქუთაისში არის "ქართულ ოცნებასთან" შეზრდილი დეპარტამენტი", – განაცხადა დეკანოიძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)