|
2021-09-18 12:54:08, 572 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - შემდეგი 4 წლის განმავლობაში უსახლკარო სტატუსის მქონე არცერთი ოჯახი უბინაოდ არ დარჩება
დედაქალაქში ამოქმედდება სპეციალური პროგრამა - „არცერთი უსახლკარო ოჯახი", რომლის ფარგლებშიც ყველა ის ოჯახი, რომელსაც უსახლკაროს სტატუსი აქვს მინიჭებული, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება. - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სოციალური პოლიტიკის პროგრამების პრეზენტაციისას განაცხადა. როგორც მერობის კანდიდატმა განმარტა, საჭირო საცხოვრებელ ფართებს მუნიციპალიტეტი სპეციალური პროგრამის მეშვეობით შეიძენს და მათ 400-მდე უსახკლარო ოჯახს სარგებლობის უფლებით გადასცემს „ჩემი და მთელი ჩემი გუნდის, ვინც ღირსეულად ემსახურება ქალაქს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირება არის ის, რომ არცერთი თბილისელი უსახლკაროდ არ დარჩება. ჩვენ გვყავს, დაახლოებით, 400 ასეთი ოჯახი, ვისაც უსახლკაროს სტატუსი უკვე მინიჭებული აქვს და ამ პროგრამის ფარგლებში ჩვენ შევქმნით შესაბამის საცხოვრისს და მათ გადავცემთ იმისთვის, რომ ისარგებლონ ამ ფართებით. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს საბინაო ფონდის შექმნა და როგორც გითხარით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში არცერთი თბილისელი, რომელსაც უსახლკაროს სტატუსი აქვს, უბინაოდ არ დარჩება. პარალელურად კი უნდა განისაზღვროს, რომ ჩვენ არ დავუშვებთ მიწების დატაცებას და იქ უკანონო მშენებლობებს. ეს არის კანონდარღვევა და არავითარ შემთხვევაში ეს წახალისებული არ იქნება. ჩვენ ყოველთვის გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომელიც სწორია და სჭირდება ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ იყოს წესრიგი. ქაოსი ქმნის სერიოზულ პრობლემებს იმ პატიოსანი ადამიანებისთვის, ვინც გადამხდელია გადასახადების. ვინც რეალურად უსახლკაროა და ეს სტატუსი აქვს მინიჭებული, გვერდში დავუდგებით და არცერთი ასეთი ოჯახი არ დარჩება ბინის გარეშე", - განაცხადა კახა კალაძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)