|
2021-09-18 12:02:03, 886 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებზე - არ მოგწონთ? ისე არ მომწონს მე, ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ცილისწამება
არ მოგწონთ? ისე არ მომწონს მე, ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ცილისწამება, - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქში გაკრულ ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებს, რომლებზეც ოპოზიციონერი ლიდერების, მედიამენეჯერებისა და "ქართული ოცნების" ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გამოსახულებაა. კალაძის თქმით, ქვეყანაში ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებში და თბილისის მერიას, არც ბანერების გაკვრის და ჩამოხსნის არანაირი ვალდებულება და უფლება არ აქვს. "მე პირადად არ მომწონს ეს და მაქვს ჩემი საარჩევნო კამპანია. მედიას არანაირი უფლება არ აქვს ბანერის ჩამოხსნის ან დაკიდვის. ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებში, არის კომპანია "ალმა", რომლის საკუთრებაც არის ეს ბანერები და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას. მერიას არც გაკვრაში და არც ჩამოხსნაში არანაირი ვალდებულება და უფლება არ აქვს. ხომ არ მოგწონთ? რაც არის გამოკრული მოგწონთ? ისე არ მომწონს მე, არ მომწონს ის კამპანია, რომელსაც ტელევიზიების საშუალებით თქვენივე პარტია ახორციელებს. შეგიძლიათ ჩართოთ ტელევიზორი და ნახავთ, შეურაცხყოფა, ცილისწამება, ბოროტება, სიძულვილის ენა, ეს ხართ თქვენ და სამწუხაროა, "ქართული ოცნება' და კახა კალაძე დგას მოწოდების სიმაღლეზე, თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ჩემ განცხადებას ოპონენტის წინააღმდეგ, ან ვინმეს წინააღმდეგ სიძულვილის ენა გამომეყენებინოს, საარჩევნო კამპანიის დროს განსაკუთრებით. თქვენ, ერთხელ არ გამოსულხართ, ჩემი ოჯახის წინააღმდეგ მიდის ეს ცილისწამების ვიდეო, ჩემი შვილები რა, რეზინის შვილები მყავს გგონიათ?! ", - განაცხადა კალაძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)