00:12 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-18 10:05:18, 847 ნახვა

პოლიტიკა
ეუთო/ოდირი – „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებში ოდირის რამდენიმე რეკომენდაცია გათვალისწინებული არ არის

ეუთო–ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) საქართველოში 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

როგორ ანგარიშში ვკითხულობთ, საკანონმდებლო ბაზა ქვეყანაში 2021 წლის 28 ივნისის შემდეგ არსებითად არის შეცვლილი.

„2021 წლის 28 ივნისს, 19 აპრილს მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ, რომელიც მიზნად ისახავდა პოლიტიკური ჩხხიდან გამოსვლას, საკანონმდებლო ბაზა არსებითად შეცივალა. ცვლილებებმა შეცვალა საარჩევნო კომისიების შემადგენლობა და დანიშვნის წესი, შემოიღო უფრო მაღალი პროპორციული კომპონენტი ადგილობრივი არჩევნებისთვის, გაახანგრძლივა დავების გადაწყვეტის ვადები, შემოიღო სავალდებულო შემთხვევითობის წესით ხმების ხელახალი დათვლა და დამატებითი ზომები, ამომრჩევლის დაშინებისა და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ“, – ვკითხულობთ დოკუმენტში. 

ამასთანავე, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ ცვლილებები ოდირისა და ვენეციის რეკომენდაციებს ნაკლებად ეხებოდა, თუმცა რამდენიმე წინა რეკომენდაცია ყურადღების მიღმა დარჩა.

„რამდენიმე წინა რეკომენდაცია უყურადღებოდ იქნა დატოვებული, მათ შორის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვასთან, საარჩევნო დავის გადაწყვეტასთან და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ მიმართულ ზომებთან დაკავშირებით“, – ვკითხულობთ ანგარიშში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics