|
2021-09-17 18:16:03, 381 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე - გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ გავაგრძელოთ დაწყებული საქმე ჩვენი რაიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდისთვის
„ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე, წინასაარჩევნო კარდაკარ კამპანიის ფარგლებში, შალვა დადიანის, ივანე მაჩაბლისა და გალაკტიონ ტაბიძის ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად მათთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი თემები განიხილა. მათ შორის, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა და უბნის ინფრასტრუქტურის განახლების, სკვერების გაშენების, ეზოების მოწყობისა და ტურიზმის გაძლიერების საკითხები. ზურაბ აბაშიძე: „კახა კალაძის გუნდთან ერთად გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ აქტიურად გავაგრძელოთ უკანასკნელ წლებში დაწყებული საქმე ჩვენი რაიონის ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, მთაწმინდა უახლოეს წლებში აუცილებლად გახდება კიდევ უფრო მიმზიდველი, კიდევ უფრო მწვანე და სიცოცხლით სავსე ადგილი, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეძლებს დასვენებას და დროის საინტერესოდ გატარებას." ზურაბ აბაშიძემ მოსახლეობასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მთაწმინდის მოსახლეობასთან შეხვედრები სისტემატურად გაგრძელდება, რადგან, რაიონის განვითარების ხელშეწყობასთან ერთად, მის მთავარ მიზანს, სამომავლო პროექტებსა და ინიციატივებზე მუშაობის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებისა და პოზიციების გათვალისწინება წარმოადგენს. მაჟორიტარობის კანდიდატმა Covid-19-ის საწინააღმდეგო მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, თითოეული მოქალაქის ვაქცინაცია უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი, დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს – აღვადგინოთ ეკონომიკა, სამსახურებმა განაახლონ მუშაობა, ხოლო ბავშვებმა და სტუდენტებმა სწავლა ბუნებრივ გარემოში გააგრძელონ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)