00:11 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-17 10:03:44, 717 ნახვა

პოლიტიკა
„თბილისი პრაიდი“ - 5-6 ივლისს რადიკალური ჯგუფების აქციას საჭირო აპარატურით დედაქალაქის მერია დაეხმარა

„თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, 5-6 ივლისს, რადიკალურად განწყობილი ჯგუფების საპროტესტო აქციას საჭირო აპარატურით დედაქალაქის მერია დაეხმარა.

როგორც „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგარმა აღნიშნა, მათ არა ერთხელ მიუმართავთ დედაქალაქის მერისთვის თბილისის ანძის განათების თხოვნით, რაზეც უარი მიიღეს.

„თბილისის მერმა ჯერ კიდევ 5 ივლისამდე გააკეთა ისეთი განცხადებები, რომლებიც ცხადყოფთა მის პოზიციას. „ქართული ოცნების“ პოზიცია იყო ძალიან ცხადი, რომ ისინი არ უჭერდნენ მხარს „თბილისი პრაიდის“ მშვიდობიანად გამართვას და ეს შემდგომ გამოიხატა კიდეც ყველაფერში. სამწუხაროა, რომ თბილისის მერი დაცლილია ღირებულებებისგან. არა ერთხელ მივმართეთ წარსულში, თბილისის ანძის განათების თხოვნით, რაზეც მერიამ უარი გვითხრა. თანასწორად არ ექცევა მერია მსგავსი ტიპის თხოვნებს, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მივმართოთ იგივე შინაარსის აპოლიტიკური აქციის ტექნიკით მომარაგებაზე, თბილისის მერია გვეტყვის უარს“, - განაცხადა თაბაგარმა „მთავარ არხთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ მიერ ორგანიზებული „ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო, რის პარალელურადაც რუსთაველზე, ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები შეიკრიბნენ. მოგვიანებით, მათ გადაინაცვლეს პარლამენტის ტერიტორიაზე, დაშალეს ოპოზიციის კარვები, ამასთანავე მათ დაარბიეს „თბილისი პრაიდისა“ და მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისები. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის 50-ზე მეტ წარმომადგენელს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics