|
2021-09-16 23:14:21, 605 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამინისტროს განვითარების 10-წლიანი სამოქმედო გეგმა თელავის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს გააცნო
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე რეგიონებში სამინისტროს 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას განაგრძობს. ქუთაისის და ბათუმის შემდეგ უწყების პრიორიტეტული მიმართულებები რატი ბრეგაძემ თელავის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს გააცნო და მათი მოსაზრებებიც მოისმინა.- ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს მათივე ცნობით, 10 წლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში იუსტიციის სამინისტრო არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელებასა და ათეულობით ახალი მომსახურების დანერგვას გეგმავს. მათ შორის ერთ - ერთი „მობილური იუსტიციის სახლია", რომლის საშუალებითაც ცენტრიდან დაშორებულ სოფლებში, სასურველი სერვისის მიღება სახლიდან გაუსვლელად, ადგილზეა შესაძლებელი. დაგეგმილ ინოვაციურ პროექტებს შორისაა ონლაინ უნივერსიტეტი, პერსონალური ასისტენტი, ჯასთ აპი, პრობბოქსი და სხვა. "თელავის შემდეგ, სამინისტროს განვითარების 10-წლიან სამოქმედო გეგმას რატი ბრეგაძე ხვალ გურჯაანის იუსტიციის სახლის თნამშრომლებსაც გააცნობს. მოგვიანებით კი, იუსტიციის მინისტრი სიღნაღში საზოგადოებრივ ცენტრს გახსნის. ასევე, კახეთში ვიზიტის ფარგლებში, რატი ბრეგაძე ახმეტის იუსტიციის სახლის მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულას ჩადებს. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, ახმეტას იუსტიციის სახლი უახლოეს პერიოდში მოემსახურება."- ნათქვამია განცხადებაში.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)