|
2021-09-16 17:10:33, 339 ნახვა
პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრი სამხრეთ კავკასიაში EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა სამხრეთ კავკასიაში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, მაჩიე ჩურასთან. მხარეებმა მიმოიხილეს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობა. ფინანსთა მინისტრმა EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ EIB-ის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარებისთვის, ასევე ქვეყნის სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა გამოთქვა მზაობა, პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოსთან გაგრძელდეს აქტიური პარტნიორობა. დღეის მდგომარეობით, ევროპის საინვესტიციო ბანკს ქვეყნის საჯარო და კერძო სექტორში დაფინანსებული აქვს, დაახლოებით, 2 მილიარდი ევროს მოცულობის პროექტები. შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე და მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)