|
2021-09-16 14:17:41, 731 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტმა რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი
ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე რუსეთ-ევროკავშირის პოლიტიკური ურთიერთობების შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიში ლიეტუველმა დეპუტატმა ანდრიუს კუბილიუსმა წარადგინა. მის სასარგებლოდ ხმა ევროპარლამენტის 494-მა წევრმა მისცა, 103 წინააღმდეგი წავიდა, 72-მა კი - თავი შეიკავა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმი საფრთხეს უქმნის ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას საკუთარი ხალხის ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევებითა და საგარეო პოლიტიკაში აგრესიული ქმედებებით, მათ შორის, ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლებებითა და სამხედრო ძალის გაძლიერებით; ყირიმის უკანონო და ძალადობრივი ოკუპაციითა და ანექსიით; უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევითა და დესტაბილიზაციით; გაყინული კონფლიქტების მხარდაჭერითა და უკრაინასა და საქართველოში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებების უპატივცემულობით; ევროკავშირის წევრი ქვეყნების მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე კიბერთავდასხმებით; საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევებით; არჩევნებში ჩარევით; ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების საჰაერო და საზღვაო სივრცეების დარღვევებით. „ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს ეგრეთ წოდებული "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების მხარდაჭერა, როგორიცაა უკრაინა და საქართველო და ხელი შეუწყოს რეგიონში ევროპული რეფორმებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს,“- აღნიშნულია დოკუმენტში. ამასთან, დოკუმენტში ხაზგასმულია რომ, ევროკავშირმა მკაფიო უნდა გახადოს, რომ რუსეთთან ჩვეულებრივი ურთიერთობები ვერ აღდგება, ვიდრე ის არ შეწყვეტს აგრესიულ პოლიტიკას და ჰიბრიდულ ომს ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნებისა და „აღმოსავლეთ პარტნიორების“ წინააღმდეგ და ვიდრე საქართველოს, მოლდვისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება. ამისთვის ევროკავშირმა უნდა უზრუნველყოს, რომ სანქციები ძალაში დარჩეს, ვიდრე რუსეთი მათი გაუქმებისთვის პირობებს არ შეასრულებს. დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ბელარუსის მიერ ევროკავშირის პოლიტიკური, დემოკრატიული, სოციალური და სამართლებრივი კრიტერიუმების შესრულების მხარდაჭერა. დოკუმენტში ევროპარლამენტარები საჭიროდ მიიჩნევენ რუსეთში დემოკრატიის მხარდასაჭერად ახალი სტრატეგიის შემუშავება. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა უნდა განასხვავოს რუსეთის მთავრობა რუსი ხალხისგან და გააძლიეროს თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან რუსეთში პროდემოკრატიული ტენდენციების გასაძლიერებლად. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ევროკავშირმა უნდა დააწესოს ახალი სანქციები.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)