|
2021-09-14 16:39:14, 439 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ქარსელაძე- მიმდინარეობს ტენდერები სამშენებლო სამუშაოებზე, რომლის შედეგადაც ხაშურს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება და თანამედროვე წყალარინება
ხაშურში ამჟამად ძალიან საინტერესო პროექტი მიმდინარეობს. პრემიერ -მინისტრის მიერ ინიცირებული „განახლებული რეგიონების" ფარგლებში ხაშურის ცენტრალური მოედანი, აღმავალი ქუჩა და ისტორიული სადგური სრულად იქნება რეაბილიტირებული, ყველა შენობით და 3 სკვერით. ეს ყველაფერი უკვე მიმდინარეობს და ამ თვეში პირველი შედეგები გვექნება, წლის ბოლოს სამუშაოები მთლიანად დასრულდება"-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ,,ქართული ოცნების" ხაშურის მერობის კანდიდატის თენგიზ ჩიტიაშვილის წარდგენაზე განაცხადა. მინისტრმა, ასევე აღნიშნა საგზაო ინფრასტრუქტურის, კერძოდ, ხაშურის შემოვლითი აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის საჭიროება, რომლის განვითარებაც არა მარტო ხაშურის, არამედ მთელი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მისი განცხადებით, ამჟამად ჩუმათელეთის მიმართულებით აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს იმ დარჩენილ მონაკვეთზე რომელიც უკვე ბოლომდე შეაერთებს რიკოთზე 53 გვირაბით და 96 ხიდით. ,,წლევანდელი წელი ხაშურისთვის ისტორიულია, უკვე მიმდინარეობს ტენდერები სამშენებლო სამუშაოებზე, რომლის შედეგადაც ხაშურს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება და თანამედროვე წყალარინება. აშენდება 209 კმ ქსელი და მაგისტრალი, 2 სათავე ნაგებობა, 3 რეზერვუარი და გამწმენდი ნაგებობა ენერგოეფექტურობის კომპონენტის ჩათვლით , რაც ჯამში, დაახლოებით, 266 მილიონი ლარის ღირებულებისაა. მისი დასრულების შემდეგ ხაშურს წყალმომარაგების პრობლემა აღარ ექნება. მასშტაბურ პროექტზე სამუშაოები მომავალ წელს უკვე დაიწყება და 2025 წლის ბოლოსთვის დასრულდება და ხაშურიც დანარჩენ 47 ქალაქთან ერთად უკვე სრულად 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი"-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)