20:04 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-14 15:21:33, 641 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი და ბაშარ ალ-ასადი მოსკოვში ერთმანეთს შეხვდნენ

რუსეთისა და სირიის ლიდერები, ვლადიმერ პუტინი და ბაშარ ალ-ასადი  მოსკოვში ერთმანეთს შეხვდნენ-ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მთავარი თემები იყო, მათი სამხედრო თანამშრომლობა და თუ როგორ უნდა  აიღონ  სირიაში, მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ბოლო რაიონები.

ორ პრეზიდენტს შორის ეს შეხვედრა პირველი იყო , გასული წლის იანვარში, სირიაში  გამართული სამიტის შემდეგ.

შეხვედრის შემდეგ კრემლმა ვლადიმერ პუტინის კომენტარი გაავრცელა.

”მთავარი პრობლემა, ჩემი აზრით, არის ის, რომ უცხოური შეიარაღებული ძალები რჩება ქვეყნის გარკვეულ რეგიონებში გაეროსა და  თქვენი ნებართვის გარეშე”,-განუცხადა პუტინმა ალ ასადს.

სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფეისალ ალ-მექდადი და რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ.

რუსეთი აშკარად უჭერს მხარს ასადის მმართველობას სირიაში.

 2015 წლიდან , რუსული ძალები განლაგებული არიან სირიაში, რათა დახმარება გაუწიონ სირიის სახელმწიფო ძალებს,  ასადის წინააღმდეგ  ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი  ტერიტორიების დაკავებში.

თუმცა, სირიის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ  სახელმწიფოს კონტროლის მიღმა რჩება, ასადის წინააღმდეგ ამბოხებულებს ჰყავთ მოკავშირეები. ჩრდილოეთისა და ჩრდილო-დასავლეთოთ განლაგებულია თურქეთის ძალები , აღმოსავლეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთში კი ამერიკული ძალები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics