21:20 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-13 15:51:56, 689 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა: იპოთეკური სესხის სუბსიდირების ახალი პროგრამის ფარგლებში უკვე წარდგენილია 11 პროექტი

„ორი კვირაა, რაც გაფართოებული სახით „აწარმოე საქართველოში" პროგრამები ამოქმედდა, ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი დრო, რომ ბიზნესაქტიურობა მთელი მასშტაბით აისახოს, მაგრამ სხვადასხვა ბანკებისგან მოგვდის მონაცემები, რომ უკვე 11-მდე იპოთეკური სესხია ახალი პროგრამით მხარდაჭერილი  - აქედან 5 უკვე დამტკიცებულია, 6 კი განხილვაშია" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა.  

როგორც მინისტრმა განმარტა, საუბარია 2021 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედებულ იპოთეკური სესხის სუბსიდირების ახალ სახელმწიფო პროგრამაზე, რომელიც საცხოვრებელი ფართის შესაძენად ბანკიდან აღებული კრედიტის პროცენტის თანადაფინანსებას გულისხმობს  საქართველოში მცხოვრები მრავალშვილიანი, ასევე იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც 2021 წლის პირველი სექტემბრის შემდეგ შვილი შეეძინებათ.

„ამ ეტაპისთვის მხარდაჭერილი პროექტების მიხედვით,  ძირითადად მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებსაც ჰყავთ სამი და მეტი შვილი, ბინის შეძენისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის  სარგებლობენ იმ იპოთეკური სესხით, რომელსაც ახალი პროგრამის ფარგლებში გასცემენ ბანკები და ჩვენ სესხის პროცენტის სუბსიდირებას ვახორციელებთ" - აღნიშნა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics