21:01 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-09 21:11:19, 949 ნახვა

მსოფლიო
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ლიტვამ ავღანელი მიგრანტები გააძევა

ლიტვამ დღეს  გაგზავნა ხუთი ავღანელი მიგრანტი ბელორუსში საზღვრის გადაკვეთისთანავე, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა რომ მათ უნდა ჰქონდეთ ლიტვაში  დარჩენის უფლება.

მიგრანტებმა 29 აგვისტოს შემდეგ ლიტვაში შესვლა უშედეგოდ სცადეს სულ მცირე 10 -ჯერ, თქვა მათმა ადვოკატმა. მათი საქმე ევროპულ სასამართლოში იყო წარდგენილი.

”ჩვენ ვაპირებთ არ დავუშვათ უკანონო მიგრანტები ლიტვის ტერიტორიაზე”, - ნათქვამია ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

წელს 4100 -ზე მეტი მიგრანტი შემოვიდა ახლო აღმოსავლეთიდან და სამხრეთ აზიიდან  ლიტვაში. ოთხშაბათს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ ავღანელი მიგრანტები დაუცველი იყვნენ“ თალიბანის“  მიერ ქაბულში ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ  და საერთაშორისო დაცვას ითხოვდნენ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა აგნე ბილოტაიტმა განაცხადა რომ ლიტვა მიიღებს ყველა ლეგალურად ჩასულ ავღანელს.

"ლიტვა მზადაა დაეხმაროს ავღანეთის მოქალაქეებს, თუ ისინი ლეგალურად ჩამოვლენ. მაგრამ ჩვენ არავის მივცემთ უფლებას ბოროტად გამოიყენოს ჩვენი თავშესაფრის სისტემა და გადააქციონ ლიტვა არალეგალური მიგრაციის ადგილად", - თქვა ბილოტაიტმა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics