|
2021-09-01 11:47:31, 404 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს EU-ს წევრების სასამართლოს
მე მინდა, ყველას შევახსენო და, მათ შორის, ევროპარლამენტარებს, რომლებიც დღეს გამოდიან აღნიშნული განცხადებებით, ჩვენ კარგად ვიცით და გვახსოვს, როგორი სასამართლო ჩაიბარა ქართულმა ოცნებამ. - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებ EU-ს წევრების სასამართლოს. "ჩვენს მოსახლეობას რომ ავუხსნათ - მთავრობამ სესხი აიღო 150 მლნ ევროს ოდენობით 2020 წელს. ამ 150 მლნ-ის სესხიდან ნახევარი ჩამორიცხული იქნა შარშან და მეორე ნახევარი, მაშინ როგორც იქნა გადაწყვეტილი, მიბმული იქნა სასამართლო რეფორმაზე. მე მინდა, ყველას შევახსენო და, მათ შორის, ევროპარლამენტარებს, რომლებიც დღეს გამოდიან აღნიშნული განცხადებებით, ჩვენ კარგად ვიცით და გვახსოვს, როგორი სასამართლო ჩაიბარა ქართულმა ოცნებამ. ჩვენ მას შემდეგ არაერთი რეალური და ხელშესახები რეფორმა განვახორციელეთ. სასამართლო რეფორმის 4 ტალღა, რამაც რეალურად გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული გახადა - მთლიანად გახსნა ეს სისტემა. ამას გარდა, მე მინდა, ყველას შევახსენო, რომ საქართველოს დღეს არსებული სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრი სახელმწიფოების სასამართლო სისტემას. ყველა კვლევებით დასტურდება ეს." - განაცხადა ღარიბაშვილმა.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)