22:11 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-31 16:43:27, 831 ნახვა

მსოფლიო
პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალმა უნდა გადაწყვიტოს, აღასრულებს თუ არა „ევროკავშირის“ მთავარ სასამართლო კანონებს

პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალმა სამშაბათს უნდა გადაწყვიტოს, აღასრულებს თუ არა „ევროკავშირის“ მთავარ სასამართლო კანონებს.- ამის შესახებ  ინფორმაციას „Reuters”-ი ავრცელებს .

გადაწყვეტილების კატალიზატორი იყო „ევროკავშირისა“ და პოლონეთის დავა, სასამართლო სისტემის ცვლილებების გამო. ბრიუსელი აღშფოთებულია პოლონეთის მიერ საერთო სასამართლო კანონების არ აღიარებით, ვარშავა  კი ბრიუსელს ადანაშაულებს მის შიდა საქმეებში დაუსაბუთებელ ჩარევაში.

ევროპული კანონების უპირატესობა ეროვნულთან შედარებით არის „ევროკავშირში“ ინტეგრაციის მთავარი პრინციპი.

 პოლონეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ პრემიერ მინისტრმა მათეუს მორავიცკის  გადაწყვეტილებები, ხელს უშლის პოლონეთის ევროპულ მომავალს.

”თუკი პოლონეთი შეწყვეტს ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულებას, ევროკავშირის მთელი სისტემა დაიშლება”, - განუცხადა “Reuters” -ს ევროკავშირის წარმომადგენელმა.

პოლონეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ „ევროკავშირის“ ხელშეკრულებები ბრიუსელს არ აძლევს უფლებას ჩაერიოს წევრი ქვეყნების სასამართლო სისტემაში და რომ პოლონეთს უსამართლოდ ექცევიან.

”კონსტიტუცია არის უმაღლესი კანონი ჩვენს ქვეყანაში,სხვაგვარად რომ რომ იყოს , ეს იმას ნიშანი იქნება, რომ ჩვენ არ ვართ სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ ამას არ ვეთანხმებით“- თქვა მინისტრმა მიხალ ვოიჯიკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics