|
2021-08-30 21:09:47, 770 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მანანა ნარიმანიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
„ქართული ოცნების“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მანანა (მაცაცო) ნარიმანიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.-ამის შესახებ ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის პრეს სამსახური ავრცელებს. მათი თქმით, მერობის კანდიდატი დუშეთის მუნიციპალიტეტში, ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების: ჩუბინიაანთკარის, ჩირდილელიაანთკარის, გრიგოლაანთკარის, მლაშეს, პირმისაანის, ვარსიმაანის, რადიოსადგურისა და ბაზალეთის დევნილთა ჩასახლების მოსახლეობას შეხვდა. „ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით აქ სხვადასხვა პროექტები განხორციელდა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ სოფლებს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა და მოსახლეობა სოციალური შეღავათებით სარგებლობს. არის გარკვეული პრობლემებიც. მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნაა გაზიფიცირება. სეზონზე ბაღების მორწყვასთან დაკავშირებით სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდებათ, ამიტომ, ითხოვენ ინდივიდუალურ გამრიცხველიანებასაც. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, მთავრობის მხარდაჭერით და მოსახლეობის გვერდში დგომით ყველა პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება“- განაცხადა მანანა ნარიმანიძემ.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)