|
2021-08-28 18:50:02, 814 ნახვა
პოლიტიკა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მერობის კანდიდატი მალხაზ ბეგიაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას ხვდება.- ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრებზე ადგილობრივებსა და კანდიდატს შორის საუბარი ძირითადად სოფლად არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე მიმდინარეობს. „საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, უკვე 50-ზე მეტი შეხვედრა ჩავატარე. მოსახლეობას ჩვენს სამოქმედო გეგმას ვაცნობ და ასევე ვისმენ მათგან იმ საკითხების შესახებ, რომელიც სოფელს სჭირდება რომ მოუგვარდეს. მომავალი 4 წლის განმავლობაში სწორედ სიღნაღის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის ვიმუშავებთ და ინფრასტრუქტურულ რეაბილიტაციასთან ერთად, ვიზრუნებთ, რომ არსებობდეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცეები ახალგაზრდებისთვის, სადაც როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ განვითარებასა და თვითრეალიზაციას შეძლებენ,“- განაცხადა მალხაზ ბეგიაშვილმა. „„ქართული ოცნების“ სიღნაღის მერობის კანდიდატი - მალხაზ ბეგიაშვილი 26 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, სხვადასხვა დროს სხვადასხვა საჯარო უწყებაში მაღალ თანამდებობებს იკავებდა. შეგახსენებთ, რომ მალხაზ ბეგიაშვილი სიღნაღის მერობის კანდიდატად საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 14 აგვისტოს წარადგინა. „-ნათქვამია განცახდებაში.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)