21:59 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-28 12:11:22, 422 ნახვა

საზოგადოება
საჩხერეში „სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი“ დასრულდა

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში „სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი“ დასრულდა.- ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კურსი სამი კვირის განმავლობაში პარალელურ რეჟიმში საჩხერესა და  ჭიათურაში განთავსებულ სასწავლო უბნებზე მიმდინარეობდა.

„სასწავლო პროგრამა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაიარეს. კურსის განმავლობაში მათ შეისწავლეს: სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესები და ტექნიკური მონაცემები, სამხედრო–ალპინისტური და სამთო ტექნიკური მომზადება, გადაადგილება მთიან რელიეფზე უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით და დაშავებულის კოლექტიური გადარჩენისა და ევაკუაციის ორგანიზება.

ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადასცეს. ასევე, მათ მიიღეს შესაბამისი რეკომენდაცია, გადავიდნენ სამთო მომზადების შემდგომ ეტაპზე და გაიარონ ,,სამთო მომზადების ზაფხულის შუალედური კურსი“. - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics