|
2021-08-26 17:45:38, 357 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აბაშიძე სოლოლაკის მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო
მმართველი გუნდის თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ აბაშიძემ სოლოლაკის, კერძოდ, ამაღლებისა და ასათიანის ქუჩის, მცხოვრებლებთან უბნის ინფრასტრუქტურის განვითარების პერსპექტივებზე, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. თავის მხრივ, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ზურაბ აბაშიძეს მათ საცხოვრებელ ტერიტორიაზე არსებული ვითარება და ის გამოწვევები გააცნეს, რომელთა დაძლევის გზები მაჟორიტარობის კანდიდატმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად განიხილა. ზურაბ აბაშიძემ მადლობა გადაუხადა ადგილობრივ მოსახლეობას, პანდემიის მიუხედავად, შეხვედრაში მონაწილეობისთვის და კიდევ ერთხელ მოუწოდა მათ, ჩაერთონ მასობრივი ვაქცინაციის პროცესში და მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეგულაციები, ვინაიდან მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი გლობალური პანდემიის დამარცხება. ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მაჟორიტარობის კანდიდატი მთაწმინდის მცხოვრებლების საჭიროებებს ყოველდღიურად პირადად ეცნობა. მოსახლეობასთან შეხვედრები მომავალშიც რეგულარულად გაიმართება და, საბოლოოდ, მთაწმინდის რაიონის ყველა ქუჩას მოიცავს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)