|
2021-08-26 17:18:00, 570 ნახვა
საზოგადოება
კომუნიკაციების კომისიამ საარჩევნო კოდექსის დარღვევისთვის შვიდ მაუწყებელს სამართალდარღვევის ოქმები შეუდგინა
კომუნიკაციების კომისიამ საარჩევნო კოდექსის დარღვევისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას და რადიოს, „ტელეიმედს", ტელეკომპანია „პირველს", „ფორმულას", „რუსთავი 2"-ს და „სტუდია მაესტროს" სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. "წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნულმა მაუწყებლებმა 23 აგვისტოს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა კანონდარღვევით გააშუქეს. კერძოდ, მაუწყებლების მიერ დაირღვა „საქართველოს საარჩევნო კოდექსი", რომლის მიხედვითაც არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას მაუწყებელი ვალდებულია მიუთითოს კვლევის თარიღი, გამოკითხვის მეთოდი, გამოკითხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და შესაძლო ცდომილების ფარგლები. კანონმდებლობის აღნიშნული ვალდებულება შვიდივე მაუწყებლის მიერ დაირღვა, რის საფუძველზეც, კომუნიკაციების კომისიამ სამართალდარღვევის ოქმები შეადგინა და განსახილველად სასამართლოს წარუდგინა." - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)