13:02 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-24 10:36:37, 551 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს კონსტიტუცია ჩვენი საერთო-სახალხო თანხმობის შედეგია და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების იმ გზის გაგრძელების გარანტიაა, რომელიც ჩვენმა ხალხმა ჯერ კიდევ 1921 წელს აირჩია

საქართველოს კონსტიტუცია ჩვენი საერთო-სახალხო თანხმობის შედეგია და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების იმ გზის გაგრძელების გარანტიაა, რომელიც ჩვენმა ხალხმა ჯერ კიდევ 1921 წელს აირჩია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, 1995 წლის 24 აგვისტოს ქვეყანამ მიიღო ძირითადი კანონი, რომლის მიხედვითაც ვაშენებთ დემოკრატიულ, პროგრესსა და ევროპულ ღირებულებებზე მყარად მდგარ სახელმწიფოს.

„დღეს ქართული სახელმწიფო კონსტიტუციის დღეს აღნიშნავს. საქართველოს კონსტიტუცია ჩვენი საერთო-სახალხო თანხმობის შედეგია და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების იმ გზის გაგრძელების გარანტიაა, რომელიც ჩვენმა ხალხმა ჯერ კიდევ 1921 წელს აირჩია.
1995 წლის 24 აგვისტოს ქვეყანამ მიიღო ძირითადი კანონი, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ, პროგრესსა და ევროპულ ღირებულებებზე მყარად მდგარ სახელმწიფოს, რომელმაც ღირსეული ადგილი უნდა დაიმკვიდროს საერთო ევროპულ ოჯახში.
ვულოცავ დღევანდელ დღეს თითოეულ ჩვენს მოქალაქეს და გამთლიანებასა და წინსვლას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics