|
2021-08-23 21:06:47, 1151 ნახვა
მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი- ვაქცინის უსამართლო განაწილება და ვაქცინაციის ნაციონალიზმი, ზრდის უფრო აგრესიული შტამების გაჩენის რისკს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა ორთვიანი მორატორიუმი მოითხოვა ვაქცინების ბუსტერ დოზების ადმინისტრირებაზე, გლობალური ვაქცინების უთანასწორობის შემცირების და ახალი კორონავირუსული ვარიანტების გაჩენის პრევენციისთვის. ჯანმო -ს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა ბუდაბეშტში გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის "ნამდვილად იმედგაცრუებულია" ვაქცინების შემოწირულობებით მსოფლიო მასშტაბით, რადგან მაშინ, როცა ბევრი ქვეყანა იბრძვის რომ პირველი და მეორე დოზით აცრას მოსახლოება, მდიდარი ქვეყნები მესამე დოზით აპირებენ მოსახლეობის აცრს. გაეროს ჯანდაცვის სააგენტომ არაერთხელ მოუწოდა მეტად განვითარებულ ქვეყნებს მეტი გააკეთონ განვითარებადი ქვეყნების ვაქცინებზე წვდომის გასაუმჯობესებლად. ტედროსის განმარტებით, 4.8 მილიარდი ვაქცინის დოზადან გლობალურად, 75 პროცენტი წავიდა მხოლოდ 10 ქვეყანაში, ხოლო აფრიკაში ვაქცინების დაფარვა 2 პროცენტზე ნაკლებია. "ვაქცინის უსამართლო განაწილება და ვაქცინაციის ნაციონალიზმი, ზრდის უფრო აგრესიული შტამების გაჩენის რისკს,”-თქვა ტედროსმა. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის შეერთებული შტატებმა, ისრაელმა და უნგრეთმა, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებმა დაიწყეს საუბარი ე.წ ბუსტერ დოზით მოსახლეობის აცრაზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)