|
2021-08-23 14:14:14, 398 ნახვა
საზოგადოება
შმერლინგის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
საბურთალოს რაიონში, რენე შმერლინგის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 4 925 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფეენიანი საფარი დაიგება. მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ. „საბურთალოს გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. სამუშაოები ამჯერად, შმერლინგის ქუჩაზე მიმდინარეობს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის წლების განმავლობაში, გრუნტიანი გზა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა კომფორტულად გადაადგილებას შეძლებს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. აღნიშნული სამუშაოებისთვის, რომელსაც კომპანია „ლ ენდ ლ“ ასრულებს, საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 350 000 ლარი გამოიყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)