|
2021-08-23 11:27:12, 466 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
ვაქცინაცია პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზაა. დარწმუნებული ვარ, საერთო ძალისხმევით, ამ რთულ გამოწვევას აუცილებლად დავძლევთ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც დღეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ,,ფაიზერის" ვაქცინით აიცრა, სოციალურ ქსელში წერს. კახა კუჭავას თქმით, ვაქცინაციასთან ერთად, აუცილებელია, დავიცვათ რეკომენდაციები და ამით გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ თავს, ასევე ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ,ვაქცინაცია პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზაა. ვაქცინაციასთან ერთად, აუცილებელია, დავიცვათ რეკომენდაციები და ამით გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ თავს, ასევე ჩვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. მინდა მადლობა ვუთხრა ექიმებს, სამედიცინო სფეროს თითოეულ წარმომადგენელს თავდაუზოგავი შრომისთვის. დარწმუნებული ვარ, საერთო ძალისხმევით, ამ რთულ გამოწვევას აუცილებლად დავძლევთ",- წერს პარლამენტის თავმჯდომარე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)