|
2021-08-21 10:52:00, 900 ნახვა
მსოფლიო
„თალიბანი“ ავღანეთის მთავრობის ახალ სტრუქტურას რამდენიმე კვირაში წარადგენს
„თალიბანი“ ავღანეთის მთავრობის ახალ სტრუქტურას რამდენიმე კვირის განმავლობაში წარადგენს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, ისლამური მოძრაობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ თალიბანის იურიდიული, რელიგიური და საგარეო პოლიტიკის ექსპერტები მიზნად ისახავენ მომდევნო რამდენიმე კვირაში ახალი მმართველობის ჩარჩო წარადგინონ, რომელიც ქვეყნისთვის შესაბამისი იქნება. მოძრაობა „თალიბანი“ ავღანეთს 1996-2001 წლებშიც ხელმძღვანელობდა. აღნიშნულ პერიოდში მათი მმართველობა ისლამის მკაცრ წესებზე იყო დაფუძნებული. ავღანეთიდან მოძრაობა „თალიბანის“ განდევნა 2001 წელს მოხდა, როდესაც 11 სექტემბრის ტერაქტის უკან მდგომი „ალ-ქაიდას“ წევრებისთვის თავშესაფრის მიცემის მოტივით, ქვეყანაში სამოკავშირეო ძალები შევიდნენ აშშ-ის ხელმძღვანელობით.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)