|
2021-08-21 10:42:51, 512 ნახვა
საზოგადოება
სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები რეგიონებში მოსახლეობის ვაქცინაციას განაგრძობენ
ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სამხედრო ექიმები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებში მოსახლეობის ვაქცინაციას განაგრძობენ. - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით,პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესაბამისად, თავდაცვის უწყების მიერ შექმნილი მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები ამჯერად ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმყოფებოდნენ. მათივე ინფორმაციით, სამხედრო ექიმებმა სოფელ აგარაში მცხოვრები მოსახლეობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს. „მასობრივი იმუნიზაციის პროცესის მხარდაჭერისა და ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, თავდაცვის უწყების მიერ შექმნილი სამხედრო ექიმებით დაკომპლექტებული მობილური სამხედრო - სამედიცინო ჯგუფები ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ იმ მოქალაქეების აცრას, რომლებიც არსებული ვაქცინაციის პუნქტებით სარგებლობას ვერ ახერხებენ“. - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)