|
2021-08-20 13:56:49, 817 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს 16-მა მოქალაქემ ავღანეთი დატოვა
საქართველოს 16-მა მოქალაქემ ავღანეთი დატოვა. ისინი ამ წუთებში ქაბულიდან თბილისისკენ მოფრინავენ. - აღნიშნული ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" საგარეო უწყებაში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მოქალაქეები სამშობლოში დღის განმავლობაში ჩამოფრინდებიან. "16 ქართველი იყო დარჩენილი, ქაბულში, დღეს დილით მოხდა მათი უსაფრთხო გადაყვანა სამხედრო ბაზაზე აეროპორტში, ნატოს ბაზაზე, შესაბამისად, ეხლა მიდის პროცესი, ისინი სხდებიან თვითმფრინავში, ბრიტანელების მიერ არის უზრუნველყოფილი რეისი, დუბაის მიმართულებით, ამ წუთას მიმდინარეობს ჩასხდომა და ისინი გაფრინდებიან დუბაიში და სავარაუდოდ დღეს, დღის განმავლობაში ჩამოფრინდებიან საქართველოში" ,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. შეგახსენებთ, ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას ქვეყანაში "თალიბანის" შესვლის შემდეგ ითხოვდნენ. ქაბულში ჯამში 20-ზე მეტი ქართველი იყო ჩარჩენილი, რომლებიც აეროპორტამდე მისვლას ვერ ახერხებდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)