02:02 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-20 11:15:19, 604 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს ფოსტის“ თანამშრომლებისათვის, COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო სესია ჩატარდა

COVID  19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია. აღნიშნული პროცესის ხელშეწყობის მიზნით, „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებით, დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით, ფოსტის თანამშრომლებისათვის, საინფორმაციო სესია ჩატარდა. სესიის მიზანი გახლდათ, ფოსტის თანამშრომლებისათვის, ეროვნული იმუნიზაციის პროგრამებისა და COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ, უახლესი ინფორმაციის მიწოდება. საინფორმაციო სესიას უძღვებოდა მედიცინის დოქტორი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ქეთევან ომიაძე.

შეგახსენებთ, რომ „საქართველოს ფოსტა“, თბილისსა და რეგიონებში, საკუთარი თანამშრომლების ნებაყოფლობით ვაქცინაციას ახორციელებს. კომპანიამ აცრის მსურველები უკვე დაარეგისტრირა და მათი ვაქცინაცია ერთ ლოკაციაზე უზრუნველყო.

აღნიშნულ ეტაპზე, „საქართველოს ფოსტაში“ 2100 - მდე თანამშრომელია დასაქმებული. მათი ნებაყოფლობითი ვაქცინაცია ეტაპობრივად განხორციელდება.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics