|
2021-08-19 19:49:03, 693 ნახვა
მსოფლიო
აშრაფ ღანი-მე რომ დავრჩენილიყავი, ქაბულში საშინელი სისხლისღვრის მომსწრე გავხდებოდით
ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, განაცხადა, რომ მან ქაბული სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა და უარყო ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ მან პრეზიდენტის სასახლიდან გასვლისას დიდი რაოდენობით თანხა აიღო. ”მე რომ დავრჩენილიყავი, ქაბულში საშინელი სისხლისღვრის მომსწრე გავხდებოდით”, - განაცხადა ღანიმ ფეისბუქზე გავრცელებულ ვიდეოში, ეს მისი პირველი საჯარო კომენტარი იყო მას შემდეგ რაც დადასტურდა, რომ ის არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში იმყოფებოდა. მისი თქმით, მან ქვეყანა მთავრობის წარმომადგენლების რჩევით, დატოვა ”ქაბული არ უნდა გადაიქცეს ახალ იემენად ან სირიად სადაც ბრძოლა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად მიდოდა, ასე რომ მე იძულებული გავხდი დაემეტოვებინა იქაურობა”, - თქვა მან მან ასევე სცადა გაექარწყლებინა ჭორები, რომლის მიხედვითაც ღანიმ სახელმწიფო სახსრებიდან 169 მილიონი აშშ მოიპარა. ”მე მხოლოდ ჟილეტი და ტანსაცმელი წამოვიღე, ბრალდებები არის უსაფუძვლო ტყუილი. თქვენ შეგიძლიათ საბაჟო თანამშრომლებსაც ჰკითხოთ - ისინი უსაფუძვლოა. ”-განაცხადა ღანიმ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)