|
2021-08-19 14:19:49, 632 ნახვა
მსოფლიო
"თალიბანი" მოსახლეობას ქაბულის აეროპორტის დატოვებისკენ მოუწოდებს
ბოლო ოთხი დღეა, ქაბულის ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ქვეყნიდან გამგზავრების მსურველების ნაკადი არ წყდება, „თალიბანი“ მოსახლეობას დაშლისკენ და სახლებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს -ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს მათი ცნობით, „თალიბანი“ მოსახლეობას აფრთხილებს რათა შესაძლო ზიანი აირიდონ თავიდან. „არ გვსურს, ვინმეს აეროპორტში ზიანი მივაყენოთ“, - განაცხადა „თალიბანის“ წარმომადგენელმა. მიუხედავად გაფრთხილებისა ხალხი ქვეყნის დატოვებას მაინც ცდილობს. წყაროებმა განუცხადეს „ალ ჯაზირას“, რომ აეროპორტს სერიოზული ზიანი მიადგა, რომლის გამოსწორებას გარკვეული დრო დასჭირდება. მათ განაცხადეს, რომ უსაფრთხოების სკანერები გატეხილია ,რადგან მათ ამდენი ადამიანის ზეწოლას ვერ გაუძლეს,ასევე დაზიანებულია საერთაშორისო ტერმინალის შიდა ნაწილი და კარიბჭე , რომელიც საჭიროებს შეკეთებას. ამ დღეებში აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირებისა და სროლების შედეგად 12 ადამიანი გარდაცივალა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)