|
2021-08-19 13:42:47, 496 ნახვა
საზოგადოება
ბალანჩივაძეების ქუჩაზე გზის კეთილმოწყობა დასრულდა
საბურთალოს რაიონის გამგეობამ ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაასრულა. - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცობით, პროექტის შედეგად, მოეწყო ტროტუარი და 4 473 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. მათივე ინფორმაციით, დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ამჯერად, ბალანჩივაძეების ქუჩაზე გზა კაპიტალურად შეკეთდა. აღნიშნულ მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურა ამორტიზებული იყო. ახლა კი, ადგილობრივი მოსახლეობა უკვე კეთილმოწყობილი გზით სარგებლობს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ. პროექტი, საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ “L&L” განახორციელა, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 350 000 ლარი გამოიყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)