|
2021-08-19 10:22:10, 606 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში ხანდაზმულთა სახლების თანამშრომლებისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა სავალდებულო იქნება
აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, აშშ-ში ხანდაზმულთა სახლების თანამშრომლებისთვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა სავალდებულო იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ დაწესებულებებს ფედერალური დაფინანსება შეუწყდებათ. „ვიყენებ ფედერალური მთავრობის, როგორც ჯანდაცვის ხარჯების გადამხდელის, ძალაუფლებას რათა უზრუნველვყოთ რისკების შემცირება ჩვენი ყველაზე დაუცველი ხანდაზმულებისთვის. ეს ნაბიჯები ეხება ადამიანების დაცვას. თუ თქვენ სტუმრობთ, ცხოვრობთ ან მუშაობთ ხანდაზმულთა სახლში, არ უნდა იყოთ არავაქცინირებული თანამშრომლებისგან დაინფიცირების უფრო მაღალი რისკის ქვეშ,“- განაცხადა ჯო ბაიდენმა. ბაიდენის ადმინისტრაციის გეგმის მიხედვით, უკვე მომავალი თვიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას დაავალდებულებენ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებსაც.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)