|
2021-08-18 14:37:05, 826 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი „ოცნებაზე“ - მართლა სრული ფარჩაკები უნდა ვიყოთ, რომ ესენი ვერ გავყაროთ
მართლა სრული ფარჩაკები უნდა ვიყოთ, რომ ესენი ვერ გავყაროთ, - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება. სააკაშვილის თქმით, გუშინ ღარიბაშვილმა წარადგინა გონიოს ზუსტად ის პროექტი, რომელიც მის დროს უნდა დაწყებულიყო და 2014 წელს დასრულებულიყო. „ერთადერთი ამოიღეს ხიდი, რომ ბოლომდე იდენტური არ ყოფილიყო. რენდერის გაკეთებაც ვერ შეძლეს, ამ “დროშა ვერ დაკიდენ” „სასტავმა“. რა საცოდავები და დაშინებულები არიან, მართლა სრული ფარჩაკები უნდა ვიყოთ, რომ ესენი ვერ გავყაროთ. ოღონდ დაავიწყდათ ასევე ინდუსტრიული ზონა ხელვაჩაურის, სადაც უნდა ყოფილიყო 100 ახალი საწარმო და ის ხიდიც ულამაზესი იყო, რომელიც ჩვენ მაშინ დავაპროექტეთ და უკვე ვიწყებდით მშენებლობას. ბათუმის აეროპორტი გადადიოდა სოფელ მერიაში და ბათუმის აეროპორტიც უერთდებოდა გონიოს ამ ზონას, სადაც იქნებოდა არა რუსების აგარაკები, როგორც ესენი აპირებენ, არამედ ფინანსური დიდი ზონა, სადაც ქართველები ძალიან მაღალ ხელფასებს მიიღებდნენ და ბევრ ფულს გააკეთებდნენ - მაგრამ ივანიშვილის საქართველოში ბევრი ფულის გაკეთება სხვისთვის არ შეიძლება, რადგან ეს საფრთხეს უქმნის ივანიშვილს", - წერს სააკაშვილი.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)