|
2021-08-18 13:30:03, 356 ნახვა
პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა დღეს ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე. ფინანსთა მინისტრმა სტუმარს გააცნო ეკონომიკის ზრდის კუთხით ქვეყანაში არსებული პოზიტიური დინამიკა, ასევე მთავრობის 10-წლიანი გეგმის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი რეფორმები. ლაშა ხუციშვილმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც მსოფლიო ბანკი უწევს საქართველოს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ვაქცინაციის პროცესისა და ამ კუთხით, მოსახლეობის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ კვლავ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა, რათა პოსტპანდემიურ პერიოდში, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ქვეყნის ეკონომიკის ყველა სექტორის აღდგენა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)