01:43 - 26 Jul, 2026
|
2021-08-18 12:48:13, 778 ნახვა
მსოფლიო
ჰაიტში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 1 941-მდე გაიზარდა
ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 941-მდე გაიზარდა. - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ქვეყნის ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად 10 000 ადამიანი დაშავდა, ნაწილი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. სამძებრო სამუშაოებს ართულებს ძლიერი წვიმა. UNICEF-ის შეფასებით, მიწისძვრის შედეგად დაახლოებით 1,2 მილიონი ადამიანი, მათ შორის 540 000 ბავშვი დაზარალდა. 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 10 კილომეტრის სიღრმეზე დედაქალაქ პორტ-ო-პრენსიდან 150 კილომეტრში მოხდა. მიწისძვრის შემდეგ, აშშ-ს ცუნამის განგაშის სისტემამ ცუნამის გაფრთხილება გასცა. აღსანიშნავია, რომ ჰაიტიზე 2010 წლის 12 იანვარს 7,0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგადაც 200 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)