|
2021-08-17 21:26:06, 460 ნახვა
პოლიტიკა
ავთანდილ თალაკვაძე კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
"ქართული ოცნების" ოზურგეთის მერობის კანდიდატი, ავთანდილ თალაკვაძე კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.-ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს მათი თქმით,"ქართული ოცნების" ოზურგეთის მერობის კანდიდატი, ავთანდილ თალაკვაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. მან საზოგადოებას საარჩევნო პროგრამა და სამომავლო გეგმები გააცნო. ისაუბრა პრობლემებზე, რომელთა მოგვარებასაც გეგმავს, ასევე, უპასუხა კითხვებს. "პანდემიამ კულტურის სფეროს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, თუმცა თქვენი თანადგომა და სოლიდარობა კოვიდ19-თან ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კარგი დღეები აუცილებლად დაბრუნდება და კულტურის სფეროში აქტივობას ჩვენ ერთად აღვადგენთ. ოზურგეთს სჭირდება თანამედროვე თვითმმართველობა და ლიდერი, რომელიც საზოგადოებასთან მუდმივ კომუნიკაციაშია. ვგეგმავთ ჩვენი ქალაქის და სოფლების ისტორიული უბნების რეაბილიტაციას, მუზეუმების განვითარებას და მის დაკავშირებას ტურისტულ ნაკადებთან, შავის ზღვის სანაპიროს ვიზიტორებისთვის ოზურგეთის და ჩვენი სოფლების კულტურის, ტრადიციების და ისტორიული ადგილების შეთავაზებას. ოზურგეთმა მომავალში რამდენიმე მნიშვნელოვან, მაღალი დონის ფესტივალს უნდა უმასპინძლოს. ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ თქვენთან ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში" - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)