|
2021-08-17 17:04:19, 395 ნახვა
საზოგადოება
დიდგორის ქუჩის II შესახვევის მოწესრიგება სრულდება
საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, დიდგორის ქუჩის II შესახვევში საგზაო სამუშაოები სრულდება. - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი თქმით,მიმდინარე სამუშაო პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ. „პროექტის ფარგლებში, 2 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი მოეწყობა. ამ დროისთვის, ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება მიმდინარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ამ დრომდე ასფალტის საფარი არ არსებობდა და ადგილობრივ მცხოვრებლებს გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდათ. პროექტის დასრულების შემდეგ კი, მოსახლეობა კომფორტულად გადაადგილებას შეძლებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)