|
2021-08-17 01:49:19, 772 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი - ავღანეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის აღსადგენად წარმატების მიღწევა სამხედრო ძალით ვერ მოხდება
ავღანეთში არსებული ვითარება ცხადყოფს, რომ ამ ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის აღსადგენად წარმატების მიღწევა სამხედრო ძალით ვერ მოხდება. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გარიგებამ თალიბანთან, ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა ქვეყანაში 15 000-დან 2 500-მდე შეამცირა. მისივე თქმით, ტრამპის გარიგება თალიბანთან ითხოვდა, აშშ -ს ძალების დატოვებას 2021 წლის 1 მაისამდე. "2001 წლიდან, თალიბანი სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი იყო. არჩევანი, რომელიც მე უნდა გამეკეთებინა, როგორც ამერიკის პრეზიდენტს, იყო ამერიკული ძალების ამ ქვეყნიდან გაყვანა, ან კიდევ ათასობით სამხედროს ავღანეთში გაგზავნა "ომის მესამე ათწლეულის" დასაწყებად". - ამბობს ბაიდენი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)