|
2021-08-17 01:34:25, 674 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი - ამერიკულმა არმიამ არ უნდა იბრძოლოს იმ ომებში, რომლებშიც თავად ავღანელები არ იბრძვიან
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განმარტა, თუ რატომ მიიღო ავღანეთიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილება. „ამერიკულმა არმიამ არ უნდა იბრძოლოს იმ ომებში, რომლებშიც თავად ავღანელები არ იბრძვიან“, – განაცხადა ბაიდენმა. "მე ამერიკელი ხალხისთვის მაქვს მიცემული პირობა, რომ ვიქნებოდი ყოველთვის გულწრფელი. სიმართლე კი ისაა, რომ [მოვლენები ავღანეთში] უფრო სწრაფად განვითარდა, ვიდრე ველოდით. რა მოხდა? ავღანელი პოლიტიკური ლიდერები დანებდნენ და ქვეყანა დატოვეს, ჯარმა კი კოლაფსი განიცადა, ზოგჯერ ბრძოლის გარეშეც კი დანებდნენ. ამერიკელი სამხედროები არ უნდა იბრძოდნენ და იხოცებოდენ ომში, რომელში ბრძოლაც ავღანეთის შეიარაღებულ ძალებს თავადვე არ სურთ. ჩვენ ტრილიონ დოლარზე მეტი დავხარჯეთ, ჩვენ გავწვრთენით და იარაღით მოვამარაგეთ ავღანური ძალები და შევქმენით ძალიან კარგად შეიარაღებული 300 000-იანი არმია, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე ბევრი NATO-ს მოკავშირე ქვეყნის შეიარაღებული ძალები. ჩვენ მათ მივეცით ყველა ბერკეტი, რომელიც სჭირდებოდათ, ჩვენ ვიხდიდით მათ ხელფასებს, უზრუნველვყოფდით მათი საჰაერო ძალების საჭიროებებს, რომელიც თალიბანს საერთოდ არ გააჩნია. ჩვენ მათ მივეცით ყველა შესაძლებლობა, რომ განესაზღვრათ საკუთარი მომავალი. რითაც მათი უზრუნველყოფა არ შეგვეძლო, ეს არის სურვილი, რომ იბრძოლო ამ მომავლისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)