|
2021-08-15 13:42:25, 1010 ნახვა
მსოფლიო
თალიბანი ქაბულში შევიდა
„თალიბანის“ წევრები ავღანეთის დედაქალაქის, ქაბულის გარეუბნებში შევიდნენ. ისინი უკვე კალაკანის, ქარაბაგისა და პაგმანის ოლქებში იმყოფებიან. არსებული ინფორმაციით, თალიბანს ქალაქი არ აუღია და მის შემოგარენში არიან განლაგებული, თუმცა რამდენიმე რეგიონში მეომრები უკვე შევიდნენ. REUTERS-ს ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ თალიბანის მეომრები ქალაქში ყველა მხრიდან შედიოდნენ, თუმცა დამატებითი დეტალები უცნობია. გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ს საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. AP ავღანეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ თალიბები დედაქალაქის 3 რაიონში, კალაკანში, ყარაბაღსა და ფაღმანში არიან. The Guardian-ის ინფორმაციით, თალიბანის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ არ აპირებენ "სამაგიერო გადაუხადონ" არავის, მათ შორის მათ, ვინც ავღანეთის ხელისუფლებაში მუშაობდა. თუმცა, როგორც AP წერს, საჯარო მოხელები შიშით ტოვებენ დაწესებულებებს. Aljazeera-ს ინფორმაციით, თალიბანმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქალაქის ძალით აღებას არ აპირებენ და მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ "გარდამავალი პროცესი უსაფრთხოდ დასრულდეს".
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)