|
2021-08-14 17:28:55, 835 ნახვა
პოლიტიკა
სვეტლანა ტიხანოვსკაია მზადაა, ქართულ მხარესთან პოლიტემიგრანტების უსაფრთხოების საკითხი განიხილოს
ბელარუსის ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია მზად არის, საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილოს რეპრესიებს გამოქცეული ბელარუსის მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხი. აღნიშნულის შესახებ გამოცემა „სოვას“ ტიხანოვსკაიას თანაშემწემ საერთაშორისო ურთიერთობებში, ფრანკ ვიაჩორკამ აცნობა. მისი თქმით, ბელარუსის ოპოზიცია აპირებს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მეგობრული ურთიერთობა დაამყაროს. „ჩვენ ძალიან გვსურს საქართველოსთან მეგობრული ურთერთობის დამყარება. ორმხრივად და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. სვეტლანა ტიხანოვსკაია დიდი სიამოვნებით შეხვდებოდა საქართველოს მთავრობას და პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში იხილავდა თანამშრომლობის სურვილს და განიხილავდა სიტუაციას ბელარუსულ ორგანიზაციებთან, რომლებიც მასობრივად გადადიან საქართველოში“, - განუცხადა „სოვას“ ვიაჩორკამ. ცნობისთვის, ბელარუსის და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა 2016 წელს მოაწერეს ხელი, ამოქმედდა. აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს ბელარუსის კგბ-სა და საქართველოს სუს-ს შორის თანამშრომლობას და ურთიერთქმედებას.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)