04:41 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-14 10:46:15, 589 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი კონცეპტის“ მომხმარებლებისათვის - “სილქ როუდ ჯგუფისა“ და „ანაგის“ საცხოვრებელ კომპლექსში სპეციალური შეთავაზებაა

„თიბისი კონცეპტის“, „სილქ როუდ ჯგუფის“ და „ანაგი დეველოპმენტის“ ერთობლივი შეთავაზების ფარგლებში, „თიბისი კონცეპტის“ მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ საცხოვრებელ კომპლექსში - „მწვანე კონცხი ბოტანიკო“ 7%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს, „მწვანე კონცხი ბოტანიკო“ „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „ანაგი დეველოპმენტის“ ერთობლივი პროექტია. საცხოვრებელი კომპლექსი უნიკალურ სუბტროპიკულ ზონაში, ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ შენდება.

„საცხოვრელი კომპლექსი ბათუმიდან 9კმ.-ში, მწვანე კონცხზე მდებარე 2 დამოუკიდებელი ბლოკისგან შედგება და სულ 80 ბინას მოიცავს. სმარტ სისტემებით აღჭურვილი ბინებიდან კი, პანორამული ხედი შავ ზღვაზე იშლება. პროექტი 1.5 ჰექტარზეა გადანაწილებული, ბათუმის ბოტანიკური ბაღიდან და კენჭებიანი სანაპიროდან 2 წუთის სავალზე აერთიანებს: სარელაქსაციო და სავარჯიშო სივრცეებს, საცურაო აუზს, ბარ-რესტორანს, საფეხმავლო ბილიკებს, ავტოსადგომს, 24 საათიან დაცვას, დასუფთავების სერვისს, ჭკვიანი სახლის სისტემას.

ბინები სრული რემონტით, გათბობისა და კონდიცირების სისტემით, ტექნიკით, სამზარეულოს ავეჯითა და სრულად მოწყობილი სველი წერტილებით ბარდება. კომპლექსის მშენებლობა დაწყებულია და 2022 წლის დეკემბერში მობინადრეებს სრულად გარემონტებული ბინები ჩაბარდება.

„თიბისი კონცეპტის“ მომხმარებლებისათვის შეთავაზება ძალაშია 2021 წლის 31 აგვისტომდე. დამატებითი ინფორმაციისთვის, „თიბისი კონცეპტის“ მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ პირად ბანკირს ან კონცეპტ ცენტრს. თიბისი კონცეპტის ყველა დეველოპერული შეთავაზების ნახვა შესაძლებელია: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/tbc-concept-mortgage“, - აღნიშნულია „თიბისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics