|
2021-08-13 15:08:32, 498 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - 2022 წელს, ყვარელს ექნება 24 საათიანი, გამართული, ხარისხიანი წყლით მომარაგება
2022 წელს, იანვრიდან, ჩასმული იქნება ბიუჯეტში და სრულად დაფინანსდება ყვარლის წყლის პროექტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების" ყვარლის მერობის კანდიდატის, გივი ზაუტაშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ყვარელს ექნება 24 საათიანი, გამართული, ხარისხიანი წყლით მომარაგება. „მე ვიცი, რომ ამ მუნიციპალიტეტში წლების განმავლობაში იყო დაპირება, ვინაიდან ეს არის პრობლემა, წყლის, კანალიზაციის და გამწმენდი ნაგებობის. ბოლო 3 თუ 4 წელია მიდის ამაზე საუბარი, მაგრამ ცენტრალურმა მთავრობამ ვერ გადაწყვიტა, თუ არ ვიცი რა მოხდა, პრობლემა იყო დაფინანსების გამოყოფა. 2022 წელს, იანვრიდან, ჩასმული იქნება ბიუჯეტში და სრულად დაფინანსდება ყვარლის წყლის პროექტი. ყვარელს ექნება 24 საათიანი, გამართული, ხარისხიანი წყლით მომარაგება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)