|
2021-08-13 10:54:46, 2129 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ-ის მედიკამენტებისა და სურსათის ადმინისტრაციამ იმუნიტეტდაქვეითებული მოქალაქეებისთვის ვაქცინის მესამე დოზის გამოყენება დაუშვა
აშშ-ში იმ მოქალაქეებს, რომლებსაც იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ, „ფაიზერის“ ან „მოდერნას“ ვაქცინის მესამე დოზით აცრის საშუალება ექნებათ, - ამის შესახებ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა. მათი განმარტებით, ე.წ. „ბუსტერ“ დოზა დაშვებული იქნება კონკრეტულად იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც მანამდე მიღებული დოზების შედეგად იდეალური იმუნური რეაქცია არ ჩამოუყალიბდათ. ”ქვეყანა კოვიდ-19-ის ის პანდემიის მორიგ ტალღაში შევიდა და საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია აცნობიერებს, რომ დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანები მძიმე დაავადების განვითარების რისკის ქვეშ არიან. არსებული მონაცემების საფუძვლიანი განხილვის შემდეგ, ადმინისტრაციამ დაადგინა, რომ ამ მცირე, მოწყვლად ჯგუფს შეუძლია ისარგებლოს „ფაიზერ/ბიონტექის“ ან „მოდერნას“ ვაქცინის მესამე დოზით“,- ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)