|
2021-08-12 17:00:49, 693 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია - NDI-ის კვლევაც და სხვა კვლევებიც გვაჩვენებს და ასახავს ძალიან მძიმე სურათს
ივანიშვილის რეჟიმი არის პასუხისმგებელი იმ მძიმე რეალობის შექმნაზე, რომელიც ჩატარებულ კვლევებშიც ნათლად არის გამოხატული, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას. „ეს კვლევაც და სხვა კვლევებიც გვაჩვენებს და ასახავს ძალიან მძიმე სურათს, მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი თვლის, რომ ქვეყანა მიდის არასწორი მიმართულებით, რა არის სამწუხარო რეალობა. ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ არის დავარდნილი და აგრძელებს ვარდნას და ყველაზე მწვავე პრობლემაზე, კოვიდთან დაკავშირებით ეს კვლევა კიდევ ერთხელ გვიდასტურებს იმას, რომ უდიდესი ნაწილი მოქალაქეების წესიერად ინფორმირებულიც კი არ არის ამ პრობლემის, ვაქცინიზაციის აუცილებლობის და დეტალების შესახებ, იმაზე რომ უფასოა და ასე შემდეგ. მეათედი არის აცრილი, მიუხედავად ამისა იმ მოქალაქეების, ვინც მზად არის, რომ დღესვე აიცრას. ეს არის პოლიტიკურად დანაშაულებრივი პასუხისმგებლობა ივანიშვილის რეჟიმის, გახარიასი, ღარიბაშვილის, ტიკარაძის, იმ სამეულისა და მთელი ამ კოჰორტის.“- განაცხადა ბოკერიამ ცნობისთვის NDI-ის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 52% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, 36% დადებითად, 9% აცხადებს, რომ არ იცის, ხოლო 3% პასუხზე უარს აცხადებს.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)